თავში

კვლევა: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს - PHOTO

კვლევა: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს - PHOTO
კვლევა: გამოკითხულთა 69% ფიქრობს, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა აქვს - PHOTO

IRI-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები მიხედვით, რესპონდენტების 94% ფიქრობს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს. 93% იმავეს ამბობს, ევროკავშირზე, 84% უკრაინაზე, 78% თურქეთზე, 71% სომხეთზე, 68% აზერბაიჯანზე, 64% ჩინეთზე და 50% ირანზე. გამოკითხულების 6% კი – მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად გამოკითხულების უმრავლესობა (65%/51%) ამერიკის შეერთებულ შტატებს ასახელებს, ამავე მიმართულებით საფრთხედ კი – რუსეთს მიიჩნევს (82%/70%) ასახელებს.

გამოკითხულების 29% მოქმედი ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობების გამკლავებას გარკვეულწილად ნეგატიურად აფასებს, 33% რომ გარკვეულწილად დადებითად, 23% ძალიან უარყოფითად, 6% კი – ძალიან კარგად, რომ ძალიან კარგად. ამასთან, რესპონდენტების 40% რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს სრულად უჭერს, 35% მხარს გარკვეულწილად უჭერს, 8% უფრო არა, 14% – სრულად ეწინააღმდეგება.

გამოკითხულების 56% საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს სრულად უჭერს, 22% გარკვეულწილად უჭერს, 6% უფრო არ უჭერს, ხოლო 7% კი – ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას სრულად ეწინააღმდეგება.

ამასთან, რესპონდენტების 51% ამბობს, რომ ქვეყანა ალიანსში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდეს, რაც ქვეყნის სრული დეოკუპაცია მოხდება, 30%-ის მოსაზრებით კი – ქვეყანა ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემოერთებამდეც უნდა გაწევრიანდეს.

რაც შეეხება ევროკავშირს, გამოკითხულების 64% ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა, 23% გარკვეულწილად მომხრეა. ამასთან, 43%-ის მოსაზრებით, ევროკავშირიდან მიღებული მთავარი სარგებელი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობაა.

აგრეთვე, გამოკითხულების 37% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი მხოლოდ ევროკავშირის და პროდასავლური მიმართულებით უნდა განვითარდეს. 45%-ის მოსაზრებით, აღნიშნული კურსის პარალელურად ქვეყანამ ურთიერთობა რუსეთთანაც უნდა შეინარჩუნოს. 6%-ის მიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი პრორუსული მიმართულებით უნდა განვითარდეს, თუმცა დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს. 2%-ის მოსაზრებით კი – ქვეყანა მხოლოდ პრორუსული გზით უნდა წავიდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system