თავში

კვლევა: ვის ისურვებდით ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად

კვლევა: ვის ისურვებდით ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად
კვლევა: ვის ისურვებდით ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად

 Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი წილი - 25% - ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს. 

კვლევის ჩატარების პერიოდში პრემიერობის კანდიდატად ჩამოთვლილთაგან მხოლოდ გიორგი ვაშაძე იყო ოფიციალურად დასახელებული.

შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძეს ისურვებდა - 25%; გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) - 19%-ს სურს; გრიგოლ ვაშაძე - 18%; მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას კი, 15% ემხრობა;

კვლევის დამკვეთის ინფორმაციით, ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილი კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე პარტიების მიერ პრემიერობის კანდიდატებად არ დასახელებულან.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system