თავში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიზაში ქალის ცხედარი იპოვეს.

ქალი 85 წლის თალიკო მექოშვილია, რომელიც სახლიდან ათი დღის წინ გავიდა და დაიკარგა. 

გარდაცვლილის შვილის, ბიძინა პოსოშვილის განმარტებით, მოხუცის ცხედარს სოფელთან ახლოს მიაგნეს.

გარდაცვლილს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  report.ge- ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ხანდაზმული ქალი 27 აპრილს დაიკარგა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system