თავში

ლაგოდეხში ძაღლი იპოვეს, რომელსაც თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი - VIDEO

ლაგოდეხში ძაღლი იპოვეს, რომელსაც თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი
ლაგოდეხში ძაღლი იპოვეს, რომელსაც თავში ტყვია ჰქონდა ნასროლი - VIDEO

ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში ძაღლი იპოვეს, რომელსაც თავის არეში ტყვია ჰქონდა ნასროლი. ამის შესახებ  ცხოველების დაცვის ორგანიზაცია სოციალურ  ქსელში წერს. საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძაღლის გადარჩენა მოხერხდა თუმცა მისი მკურნალობისთვის ახლა თანხაა საჭირო. ორგანიზაცია დახმარებას მოქალქეებისგან ითხოვს. 

"ლაგოდეხში, ერთ-ერთ სოფელში იყო ეს ძაღლი, რომელსაც თავის არეში ჰქონდა ნასროლი ტყვია. იყო ძალიან ცუდად და ჩამოვიყვანეთ თბილისში 1 თვის წინ, იმ დღესვე გადავუღეთ რენტგენი და გამოჩნდა რომ ნამდვილად ჰქონდა ტყვია ნასროლი. დაახლოებით 2 კვირის წინ გაუკეთდა ოპერაცია და გადარჩა. მაგრამ ახლა გვაქვს გადასახდელი 1 თვის თანხა 150 ლარი, მაგრამ არ გვაქვს.თუ 4 დღეში არ გადავიხდით თანხას, მაშინ ძაღლის ქუჩაში დატოვება მოუწევთ. ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ 1 ლარით მაინც, რომ არ დარჩეს ეს ძაღლი ქუჩაში,"-ნათქვამია განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system