თავში

ლაგოდეხში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

ლაგოდეხში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
ლაგოდეხში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადა ავტომობილი სარწყავ არხში გადავარდა, შემდეგ კი ისევ სავალ ნაწილზე დაბრუნდა.

ამ დროისათვის ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც  Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system