თავში

ლანა ღოღობერიძემ ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა - PHOTO

ლანა ღოღობერიძემ ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა
ლანა ღოღობერიძემ ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა - PHOTO

რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ, მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გაიკეთა. 

92 წლის რეჟისორი Pfizer-ის ვაქცინით "ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში" აიცრა. მან ვაქცინაციისკენ მოქალაქეებსაც მიუწოდა. 

"ძვირფასო თანამემამულენო, ეს ის იშვიათი შემთხვევაა როდესაც თავს უფლებას ვაძლევ და მართლა მინდა, რომ მოგმართოთ და მოგიწოდოთ. აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, თუ გვინდა ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, თუ გვინდა, რომ კარგად ვიყოთ.

მე ძალიან მტკივა გული იმ გოგონაზე, რომელიც ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო იყო. სწორედ ის მოგიწოდებდათ ყველას ვაქცინაციისკენ. ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს პირადად შენთვის არ არის, არამდედ მთელი ქვეყნისთვის არის. ეს არის, სოლიდარობის გამოხატულება სხვების მიმართ და ეს ყველაზე მაღალი გრძნობაა, რაც კი შეიძლება ადამიანს ამოძრავებდეს. ერთი სიტყვით, ყველა უნდა ავიცრათ, რათა გამოვიმუშაოთ საყოველთაო იმუნიტეტი.

მე ავიცერი "ფაიზერის" ვაქცინით" და თავს ვგრძნობ სრულიად ჩვეულებრივად. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი გართულება არ იქნება, შინაგანად ვაქცინაციის დროს არანაირი ღელვა არ მქონი, არაფერი არ მიგვრძვნია. ყველა ძალიან ყურადღებით არის და ძალიან კარგად, ორგანიზებულად ხდება ყველაფერი",-განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

დღეიდან საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. ამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. მანამდე კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.

ვაქცინაციისთვის მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system