თავში

ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა
ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა

ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,გურია თუდეი" ავრცელებს.

,,რამდენიმე დღეა, შეწყვეტილია გვიმბალაურში მდებარე საფეხბურთო აკადემიაში საწვრთნელი პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად იყო დაცული, სამწვრთნელო შტაბის, მომსახურე პერსონალისა და ფეხბურთელების ნაწილს COVID-19 დაუდასტურდათ.

სავარაუდოდ, აკადემია ფუნქციონირებას წელს აღარ გააგრძელებს და საწვრთნელი პროცესი მომავალი წლის თებერვლიდან განახლდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 164 976-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი და საერთო რაოდენობა 137 499-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 540 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system