თავში

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში საბავშვო ბაღი გაიხსნება

​მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში საბავშვო ბაღი გაიხსნება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში საბავშვო ბაღი გაიხსნება

50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ლატალის ახალი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყება. ამჟამად შენობაში კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 360 ათასი ლარია გამოყოფილი.

ახალი საბავშვო ბაღები უკვე აშენდა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, ნაკრაში, ხაიშში, იდლიანსა და ჭუბერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system