თავში

ირინა გაფრინდაშვილი: მიუხედავად უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული

ირინა გაფრინდაშვილი: მიუხედავად უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული
ირინა გაფრინდაშვილი: მიუხედავად უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული

ქართველი ექიმის შვილი ირინა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”. ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!", - წერს ირინა გაფრიდნაშვილი ფეისბუქგვერდზე.

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან  პატიმრობაში დატოვა.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system