თავში

"ლეიბორისტულ პარტიას" ბოიკოტის უფლება ერთმევა - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტულ პარტიას" ბოიკოტის უფლება ერთმევა - შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტულ პარტიას ბოიკოტის უფლება ერთმევა - შალვა ნათელაშვილი

"ენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, აპირებენ მესამე მოსმენით მიიღონ კანონპროექტი, რომლის თანახმად, „ლეიბორისტულ პარტიას“ ბოიკოტის უფლება ერთმევა", – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

ვენეციის კომისიამ და ოდირმა გარკვევით განაცხადეს, რომ პარტიის აკრძალვა, „ლეიბორისტული პარტიის“ ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური გაერთიანების სახით, ამოვარდნილია მსოფლიო დემოკრატიული პროცესებიდან და წარმოადგენს დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმულ აღვირახსნილ აქტს. ამის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმმა ვერაფერი ისწავლა და შეისმინა, რასაც კი დემოკრატიასთან რაიმე კავშირი აქვს და ჩვენი სიძულვილით გაღრმავებული, აი, უკვე მესამე მოსმენისთვის ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, „ლეიბორისტულ პარტიას“ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება ერთმევა, რაც მსოფლიო დემოკრატიის პრინციპია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system