თავში

ლევან რატიანი: პანიკა ცუდის ნიშანია

ლევან რატიანი: პანიკა ცუდის ნიშანია
ლევან რატიანი: პანიკა ცუდის ნიშანია

ადამიანის მდგრადობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი: ნევროლოგიური სტატუსი და იმუნური სტატუსი, ამიტომ თუ ადამიანი არის განცდაში, რომ ის დასნებოვნდება, აუცილებლად ცუდად გახდება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანიკა ცუდის ნიშანია.

,,როდესაც ადამიანი არის განცდაში, რომ დასანებოვნდება, აუცილებლად ცუდად გახდება, აუცილებლად გაურთულდება დაავადება. ეს არა მარტო კოვიდს ახასიათებს, ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში ასეა, თუ ადამიანი არ არის ბრძოლისუნარიანი და არ აქვს განზრახული, რომ ის ამ დაავადებას ამარცხებს, დაავადებასთან ერთად დამარცხდება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ დაავადების მიმღებლები გავხდეთ ისეთები, რომ რაც შეიძლება მეტად ბრძოლისუნარიანი ვიყოთ, რომ შფოთვით და დეპრესიის გარეშე გადავლახოთ ეს პერიოდი“, - განაცხადა ლევან რატიანმა ,,იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system