თავში

ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა ტაშით გააცილეს - VIDEO - PHOTO

ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა ტაშით გააცილეს - VIDEO - PHOTO
ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა ტაშით გააცილეს - VIDEO - PHOTO

ტელეკომპანია "პირველის" გარდაცვილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარი სახლიდან გამოასვენეს. ის კოლეგებმა ტაშით გააცილეს.

სხვადასხვა ტელეკომპანიების ოპერატორებმა გარდაცვლილ კოლეგას სატელევიზიო კამერებით კორიდორი მოუწყეს და დახრილი კამერებით გააცილეს.

ლექსო ლაშქარავას საბურთალოს სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ. 

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

უკვე მეორე დღეა პარლამენტთან, 5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system