თავში

ლექსო ლაშქარავა მამის გვერდით დაკრძალეს

ლექსო ლაშქარავა მამის გვერდით დაკრძალეს
ლექსო ლაშქარავა მამის გვერდით დაკრძალეს

ტელეკომპანია “პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს.

ოპერატორი უკანასკნელ გზაზე საზოგადოებამ ტაშით გააცილა.

ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მისმა კოლეგებმა სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს. 

ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა კი გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან მისი კამერის ნაწილები მიიტანეს, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაუმსხვრიეს. 

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

უკვე მეორე დღეა პარლამენტთან, 5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system