თავში

ლექსო ლაშქარავას გაწერის წინ ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა - ნიუ ჰოსპიტალსი

ლექსო ლაშქარავას გაწერის წინ ყველა საჭირო კვლევა ჩა
ლექსო ლაშქარავას გაწერის წინ ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა - ნიუ ჰოსპიტალსი

ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გაწერის წინ ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა. ამის შესახებ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, გარდაცვალების შემთხევვას რეგულირების სააგენტო სწავლობს. 

„ვეხმაურებით სამწუხარო ინფორმაციას. პაციენტი ჩვენთან მკურნალობდა 5-დან 8 რიცხვამდე. 8-ში გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და მანიპულაცია. შემთხვევას სწავლობს რეგულირების სააგენტო, რომელთანაც ვთანამშრომობთ, ვაანალიზებთ პროცესს და ჩვენი მხრიდან სრული თანამშრომლობაა, ვაძლევთ ყველა ინფორმაციას.

რაც შეეხება გაწერას, აბსოლუტურად სტანდარტის მიხედვით მოხდა ყველაფერი. არაფერი აქ უცნაური არ არის, ეს არის სტანდარტი და ასე წერებიან ასეთი პაციენტები. რაც შეეეხება დანარჩენს, თეორიებზე მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. გაწერის წინ რა თქმა უნდა ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ჩაუტარდა ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system