თავში

ლექტორის შეურაცხყოფა ონლაინ ლექციაზე - თსუ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 

ლექტორის შეურაცხყოფა ონლაინ ლექციაზე - თსუ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 
ლექტორის შეურაცხყოფა ონლაინ ლექციაზე - თსუ-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 

ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორის შეურაცხყოფის ფაქტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტული პირები უკვე გამოიკვეთა, მათგან ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია.

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ონლაინ ლექციის ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისთვის შეურაცხყოფის მიყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. შსს ამ პირთა იდენტიფიცირების შემდეგ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს შესაბამის მსვლელობას მისცემს. ერთი პირის იდენტიფიცირება თსუ-მ უმოკლეს დროში შეძლო. ის სტუდენტია და მის საკითხზე ფაკულტეტის საბჭო უახლოეს დღეებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც.

საკითხის განხილვისას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა სამართლებრივი რეგულაციებით იხელმძღვანელებს." -აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონლაინ ლექციის ჩაშლა რამდენიმე პირმა სცადა. შესაბამისი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. აღნიშნულ ვიდეოში ლექტორის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები ისმის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system