თავში

უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება
უბნები, სადაც დღეს ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის ცალკეულ უბნებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ. მიზეზად გეგმიურ-პროფულაქტიკური სამუშაოები სახელდება.

უბნების ჩამონათვალს Report.ge გთავაზობთ:

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვეზერელი-კოპაძის, წურწუმიას, დედოფლისწყაროს, თელავის, ირბახის, ახმეტის, ქურხულის და ბადიაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, V მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაინის, მუხიანის აგარაკების, წყაროთ უბანის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, წყაროთუბნის, გობრონიძის, ვაშაკიძის, სამთავროს, ვარდისუბნის, კალოუბნის, ხევისპირის, მწვანეს, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, იაკობის და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წითლანაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system