თავში

"ლელოს" დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტს იწყებს

"ლელოს" დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტს იწყებს
ლელოს დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტს იწყებს

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ვაშინგტონში მიემგზავრება. “ლელოს” დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის აშშ კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. 

როგორც report.ge-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, “ლელოს” დელეგაცია შეხვედრებს გამართავს კონგრესმენ პრაისთან და კონგრესმენ სმითთან, ისევე როგორც ᲕაᲨᲘᲜᲒტონის წამყვანი პოლიტიკური ინსტიტუტების ლიდერებთან, როგორიცაა Jamestown Foundation-ის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი, The US German Marshall Fund-ის დემოკრატიული ინიციატივების დირექტორი ჯონათან კატცი, CSIS-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰეზერ კონლი, National Endowment for Democracy-ის პრეზიდენტი კარლ გერშმანი და რუსეთის და ევრაზიის დირექტორი მირიამ ლანსკოი.

შეხვედრები ასევე შედგება სენატორთა და კონგრესმენთა ოფისების უმაღლეს წარმომადგენლებთან.

ბადრი ჯაფარიძე შეუერთდება ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის წევრებს სალომწ სამადაშვიკს და გრიგოლ გეგელიას, რომლებიც ვაშინგტონში ორი დღის წინ გაემგზავრბენ.

შეხვედრებისას განხილული იქნება მიშელის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების აღსრულების პროცესი, ქართული დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების მნიშვნელობა, ისევე როგორც “ლელოს” საპარლამენტო პრიორიტეტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system