თავში

"ლელოს" შტაბის წევრებს თავს დაესხნენ

"ლელოს" შტაბის წევრებს თავს დაესხნენ
ლელოს შტაბის წევრებს თავს დაესხნენ

ბათუმში, "ლელოს" შტაბის წევრებზე, ალექსანდრე მილორავასა და მიშო ქავთარაძეზე, თავდასხმა მოხდა. თავდასხმის კადრები TV 25-მა გაავრცელა.

როგორც "ლელოს" წევრები აცხადებენ, თავდასხმაში ბათუმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ბადრი მანველიძის შვილი და ძმისშვილი მონაწილეობდნენ. მანველიძე აგრეთვე ქართული ოცნების შტაბის წევრია.

თავდასხმა ერთერთ მშენებარე კორპუსთან მოხდა. მილორავა და ქავთარაძე ამჟამად საგამოძიებო უწყებაში იმყოფებიან. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system