თავში

მარნეულის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

მარნეულის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
მარნეულის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

მარნეულის შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან სამხედროებიც. თავდაცვის ძალების ტექნიკა მარნეულსა და ბოლნისში გამთენიისას შევიდა.

მარნეულის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება.

სპეციალური აღჭურვილობით ავტომობილებს დეზინფექციას უტარებენ და მგზავრებს ტემპერატურას უმოწმებენ. 

ადგილზე მოწყობილია საველე ჰოსპიტალი. 

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გვიან ღამით გამოცხადდა. 

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ირკვევა აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან სამი კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 254 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system