თავში

ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი ამოქმედდა

ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი ამოქმედდა
ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი ამოქმედდა

ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი ამოქმედდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ლენტეხში დაფიქსირებული, შიდა გადაცემის 4 ახალი ფაქტია. 

მისი განმარტებით, ლენტეხში ზუსტად ის რეჟიმი დაწესდება, რაც არის მარნეულსა და ბოლნისში. აიკრძალება მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა. თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება გადაადგილდეს საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად, ასევე სამედიცინო მომსახურების მისაღებად. 

"მოგეხსნებათ, რომ დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის 4 ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ უფრო აქტიური პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ რაიონში. 

მედიკოსებისა და ეპიდემილოგების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადავწყვიტეთ, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი.  ამოქმედდება ის რეჟიმი, რაც არის მარნეულის და ბოლნისის რაიონებში. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევზღუდოთ შიდა გავრცელება, რომ ეს კერა უფრო მეტად არ გაფართოვდეს. 

დაწესებული შეზღუდვების გარდა ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა, მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, გადაადგილდეს საკვების შესაძენად, წამლების შესაძენად ან კიდევ სამედიცინო მომსახურებისთვის. ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნიის რაიონებში, სპეციალური პროტოკოლის დაცვით, შეეძლებათ აწარმოონ პროდუქტი. 

იმუშავებს ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყნეონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული მასალა. 

ლენტეხის რაიონის შესასვლელ-გამოსასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შსს და თავდაცვის ძალები, უკვე დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ, შემოწმდება თითოეული ადამიანი. ამ ღონისძიებებმა ძალიან დედებით ეფექტი გამოიღო ბოლნისსა და მარნეულში. უზურნველყოფილი იქნება ყველა საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს საკვების თვალსაზრიდით, არ შეფერხდება საკვების მიწოდება და ამას კოორნდინაციას გაუწევს საკოორდნიაციო შტაბი და პრემიერის მრჩვეველი, სოზარ სუბარი. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ ჩვენ შევაკავოთ კოვიდ 19-ის გავრცელება. ღნისძიებები, რომელსაც ვატარებთ ცალკეულ მუნიციპალიტეტში არ არის საკმარისი, ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას ის რეკომენდაციები, რომელიც არის გაცემული, დაიცვან საკუთარი თავი, ახლობლები და ყველა თანამოქალაქე" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

შეგახსენებთ, ლენტეხში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები 53 წლის კაცის ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განმარტებით, 53 წლის კაცი ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნება. ეპიდემიოლოგემა აღნიშნული პაციენტის 50-მდე კონტაქტი გამოავლინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system