თავში

ლენტეხში მოსახლობას სიცხეს უზომავენ

ლენტეხში მოსახლობას სიცხეს უზომავენ
ლენტეხში მოსახლობას სიცხეს უზომავენ

კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ლენტეხის მინიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სპეციალური ხსნარებით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სოფელ მელეში, სადაც გუშინ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

სოფლის 50 ოჯახის საცხოვრებელი სახლები და მიმდებარე სივრცეები შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს.

ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის თერმოსკრინინგიც, რის შედეგადაც ორ ადგილობრივ მკვიდრს შედარებით მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ისინი იზოლაციაში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.

შეგახსენებთ, ლენტეხში სრული საკარანტინო რეჟიმის ამოქმედება, კორონავირუსის ოთხ დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system