თავში

"ლეოგრანდის" ტრაგედია - ბათუში 2 წლის წინ დაღუპულები გაიხსენეს

"ლეოგრანდის" ტრაგედია - ბათუში 2 წლის წინ დაღუპულები გაიხსენეს
ლეოგრანდის ტრაგედია - ბათუში 2 წლის წინ დაღუპულები გაიხსენეს

სასტუმრო "ლეოგრანდის" ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. დღეს, ბათუმში, სასტუმროს შენივასთან აჭარის მთავრობის წევრები ყვავილებით მივიდნენ და დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 

ორი წლის წინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე იყო.

"ლეოგრანდში" სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა. სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საწყობის უფროსს კი ორი წლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system