თავში

ლევან აკინი And Then We Danced-ზე განცხადებას აკეთებს

ლევან აკინი And Then We Danced-ზე განცხადებას აკეთებს
ლევან აკინი  And Then We Danced-ზე განცხადებას აკეთებს

შვედი რეჟისორი ლევან აკინი And Then We Danced-ის საპრემიერო ჩვენებასთან დაკავშირებით საქართველოში ატეხილ აჟიოტაჟზე განცხადებას ავრცელებს

”ამდენი ადამიანი მეკითხება, რა ხდება საქართველოში And Then We Danced -ის პრემიერასთან დაკავშირებით, რომელიც პარასკევს, 8-ში იმართება.

რამდენიმე ულტრამემარჯვენე ჯგუფმა და ეკლესიამ, ძირითადად, ფილმი დაგმეს და აპირებენ ადამიანებს გაყიდულ სეანსზე დასწრებაში ხელი შეუშალონ.

ეს აბსურდია, როდესაც ადამიანებს, რომლებმაც ბილეთი იყიდეს, სითამამის გამოჩენა უწევთ და არის რისკი, რომ მათ შეავიწროვებენ, ან განდევნიან მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ფილმის სანახავად მიდიან.

მე ეს ფილმი სიყვარულით და თანაგრძნობით შევქმენი. ეს საქართველოსადმი ჩემი სასიყვარულო წერილი და ჩემი მემკვიდრეობაა. ამ ფილმით, სხვა ყველაფერთან ერთად, მე მსურდა ქართული კულტურის აღდგენა და ხელახლა აღორძინება.

სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი მხოლოდ ადასტურებს, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია ამ ბნელ ძალებთან ჭიდილი, ყველა ხელმისაწვდომი საშუალებებით.

კავშირის დასასრული”, - წერს აკინი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system