თავში

ლევან აკინი მისი ფილმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

ლევან აკინი მისი ფილმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
ლევან აკინი მისი ფილმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

"შთაგონებული და შეძრული ვარ, ფილმის ყველა იმ მაყურებლით, რომელიც საკუთარ პოზიციაზე დარჩა და არ დაშინდა",- ასე, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე, მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის ამაყია იმ ფაქტით, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად, არც ერთმა კინოთეატრმა უარი არ თქვა ფილმის ჩვენებაზე.
„ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ არც ერთმა კინოთეატრმა უკან არ დაიხია და არ გააუქმა რომელიმე დაგეგმილი ჩვენება, არამედ სოლიდარობა გამოუცხადა მას. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ფილმი. ეს ბრძოლა შორს არის დასრულებასთან. ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ფილმის ყველა იმ მაყურებლით, რომელიც საკუთარ პოზიციაზე დარჩა და არ დაშინდა“, – წერს რეჟისორი ინსტაგრამზე.
ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოში,თბილისის ხუთ კინოთეატრსა და ბათუმში, 8 ნოემბერს, ქართული მარშის, ლევან ვასაძის, გურამ ფალავანდიშვილის, სასულიერო პირებისა და სხვა დაჯგუფებების აქციის ფონზე გაიმართა .
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აქციაზე სულ 28 პირი დააკავეს. ინციდენტის დროს ორი სამართალდამცველი დაშავდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system