თავში

"ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!"- თბილისი პრაიდი ლევან ვასაძეს "And Then We Danced“-ის ბილეთს ჩუქნის  

"ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!"- თბილისი პრაიდი ლევან ვასაძეს "And Then We Danced“-ის ბილეთს ჩუქნის  

„თბილისი პრაიდი“ ლევან ვასაძეს ფილმის "And Then We Danced“ ბილეთს ჩუქნის. ამის შესახებ მოძრაობა სოციალურ ქსელში წერს. თბილისი პრაიდის განცხადებით ისინი შეწუხებულები არიან, რომ ლევან ვასაძემ ბილეთების შეძენა ვერ შეძლო.

„თბილისი პრაიდის გუნდი გულწრფელად შევწუხდით, რომ ლევან ვასაძემ ვერ შეძლო ფილმის ჩვენებაზე დასასწრები ბილეთის დროულად შეძენა და გადავწყვიტეთ ჩვენი კუთვნილი ბილეთი გავუგზავნოთ მას საჩუქრად.

ვაცნობიერებთ რომ კინოთეატრებში ბევრად სასიამოვნოა ამ ფილმის ნახვა და ასევე ვითვალისწინებთ იმ მსხვერპლსაც, რომელიც ლევანმა გაიღო, სპეციალურად გადადო რა მონაწილეობა დედების სიწმინდის დღის ღონისძიებაში, რომელიც მსოფლიო კონგრესის ფარგლებში ბუდაპეშტში იმართება.

ლევან, ჩვენ არ დაგტოვებთ მარტო!,"-წერს თბილისი პრაიდი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან ვასაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის "And Then We Danced“-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებოდა და მწუხარებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ბილეთების შეძენა ვერ შეძლო, რადგან ყველა უკვე გაყიდული იყო.

 

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები