თავში

ლევან გოფოძე: პაციენტი მართვით სუნთქვაზე გვყავს, კრიტიკულია

ლევან გოფოძე: პაციენტი მართვით სუნთქვაზე გვყავს, კრიტიკულია
ლევან გოფოძე: პაციენტი მართვით სუნთქვაზე გვყავს, კრიტიკულია

"62 პაციენტი გვყავს სულ, აქედან მძიმეა ერთი ინფიცირებულებული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვის სუნთქვაზეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს, ასაკოვანი მამაკაცია და ყველაზე საყურადღებო პაციენტია. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, კრიტიკულიც შეიძლება ითქვას, "- ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ გააკეთა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ლევან გოფოძის თქმით კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს,

"დანარჩენი პაციენტები მეტნაკლებად სტაბილურები არიან, არც ერთს მართვითი სუნთქვა არ სჭირდება. ველოდებით კიდევ ტესტების პასუხებს, ტესტირებაც გვაქვს და ვნახოთ, რა პასუხები იქნება. ხუთი განმეორებითი ტესტირებაა, აქედან ერთი არის პირველივე განმეორებითი ტესტირება, სამი არის მეორე განმეორებითი ტესტირება. არ ვიცით, რა იქნება, შესაძლოა სამი პაციენტი გავწეროთ ხვალ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system