თავში

ლევან მაისაშვილი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა, სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO

ლევან მაისაშვილი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა, სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO
ლევან მაისაშვილი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა, სამშობლოში დაბრუნდა - PHOTO

 საქართველოს სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, საქართველოში დაბრუნდა. მას თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და სპორტსმენები დახვდნენ. 

მაისაშვილს კორონავირუსი ივლისის პირველ ნახევარში დაუდასტურდა, ბორჯღალოსანთა სამხრეთაფრიკული შეკრებისას, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა

ის თვენახევარის განმავლობაში იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა მძიმე, ხოლო გარკვეული პერიოდი კრიტიკული იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system