თავში

"ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა..." - მამა პეტრე

"ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა..." - მამა პეტრე
ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა... - მამა პეტრე

მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დეკანოზი ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ჩოხებზე ფასის განახევრებას სთხოვს. 

"ლევან ვასაძეს კითხვა მინდა დავუსვა...

ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე...

ყველამ ვიცით, რომ ქართული ბრენდი "სამოსელი პირველის" მფლობელია. ძალიან მომწონს ქართული სამოსი და მისი ყოველი დეტალი, თუმცა არც საშუალო და მით უფრო დაბალ ფენას არასდროს ეღირსება მის მიერ წარმოებული ქართული ჩოხა...

კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი იდენტობის მახასიათებელი შესამოსელი?!

რომ არაფერი ვთქვა, მის მიერ დაფუძნებულ სკოლაზე, სადაც მხოლოდ მდიდრები სწავლობენ... ამით უფრო მეტად ხაზს უსვამს უთანასწორობას და შეძლებულების პრივილეგიას!" - წერს დეკანოზი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system