თავში

ლევან რატიანი: აჭარაში არ გვყავს კრიტიკული პაციენტები

ლევან რატიანი: აჭარაში არ გვყავს კრიტიკული პაციენტები
ლევან რატიანი: აჭარაში არ გვყავს კრიტიკული პაციენტები

თსსუ-ს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, რომელიც აჭარაში იმყოფება, აცხადებს, რომ რეგიონში კრიტიკული პაციენტები არ არიან. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარაში მედპერსონალი კოვიდინფექციასთან ბრძოლას თავს შესანიშნავად ართმევს. 

მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თითქმის ყველა კლინიკაში ვიყავი ბათუმსა და ქობულეთში, ყველა მათგანი აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს. შესაძლებელია გაიზარდოს ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არ გვყავს აჭარაში კრიტიკული პაციენტები. რაც შეიძლება მშვიდად უნდა ვიყოთ, შეიძლება ვიყოთ ინფიცირებულები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებულები, ამიტომ რაც შეიძლება მეტად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო. რაც დღემდე ექიმებმა ვიცით, ეს არის, რომ არ არსებობს სამკურნალო საშუალება, არსებობს პროფილაქტიკა, ეს არის ფიზიკური დისტანცია და ნიღბის ტარება, ეს კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და იმედია, ძალიან მალე აჭარა კოვიდინფექციისგან განთავისუფლდება. 

მე რამდენიმე დღეა ვიმყოფები აჭარაში, ვიცი ყველა პაციენტის ანამნეზი, ძალიან კარგი, გამოცდილი მედპერსონალია აჭარაში, კოვიდინფექციასთან ბრძოლას ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს", - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 9245-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით აჭარა კვლავ ლიდერობსდა რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4887-ს შეადგენს.

სულ გარდაცვლილია 58 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system