თავში

ლევან რატიანი: ძალიან დავითრგუნე

ლევან რატიანი: ძალიან დავითრგუნე
ლევან რატიანი: ძალიან დავითრგუნე

,,როცა პაციენტი ან მისი პატრონი გიკავშირდება 112-ით და გთხოვს, რომ მიიღო პაციენტი და მას ვერ ეხმარები, ეს დამთრგუნველია ექიმისთვის", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, პრობლემის გადასაჭრელად ყველა უნდა გაერთიანდეს და გამოსავალი იპოვოს. 

,,იმედია, ყველა გავერთიანდებით, გვექნება ერთიანი ლოზუნგი, რომ ყველა უნდა გადავრჩეთ. ერმა და ბერმა უნდა დავივიწყოთ პირადი ამბიციები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს. 

ამ ხალხს უნდა ვუშველოთ და მოვლა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ხვალიდან, მთავრობა, პოზიცია, ოპოზიცია იქნება, უნდა დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან. ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ რომ ქვეყანა გადარჩება", - განაცხადა რატიანმა ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 958 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 108 690-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი და საერთო რაოდენობა 89 170-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 36 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1012 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system