თავში

ლევან რატიანი: სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა

ლევან რატიანი: სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა
ლევან რატიანი: სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ მეთოთხმეტე პაციენტს, ვირუსი აღარ უფიქსირდებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა, კლინიკაში შესვლის პირველივე დღიდან, უმძიმესი იყო. 

როგორც ლევან რატიანმა report.ge-ს განუმარტა, 66 წლის მამაკაცი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დაახლოებით 50 დღე მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"ჩვენთან შემოიყვანეს დაახლოებით 50 დღის წინ, კლინიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე, რადგან ვირუსის ფონზე ჰქონდა განვითარებული უმძიმესი პნევმონია. ასევე, სახეზე იყო სეფსისი, სეპტიური შოკი. ჰქონდა ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პაციენტი იყო თერმოდინამიკის რღვევით. ჩატარდა ყველანაირი მკურნალობა რაც კი არსებობდა, მაგრამ მას ჰქონდა ძირითადი დაავადების გართულებები. ჰქონდა თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზიაც, ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი. სამწუხაროდ, პოლიორგანული უკმარისობის გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და ამ ღამით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი" - განაცხადა ლევან რატიანმა. 

ცნობისთვის, გარდაცვლილი მამაკაცი ე.წ ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნებოდა. ის ბანკის საცავში მუშაობდა. 

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 851-მდე გაიზარდა.5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვი 702-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 16 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system