თავში

ლევან რატიანი სწავლის გადადებას ემხრობა

ლევან რატიანი სწავლის გადადებას ემხრობა
ლევან რატიანი სწავლის გადადებას ემხრობა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი, პრემიერმინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, დიდ ქალაქებში სწავლის დაწყების გადადებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. მ

ისი განცხადებით, რთულია სასწავლო პროცესის გადადება, მაგრამ ამ 2 კვირაში გამოჩნდება თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით.

"ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სავსებით ადეკვატურია. ინფექციის გავრცელება მასიური თავშეყრის ადგილებმა გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო. მესმის რას ნიშნავს სასწავლო პროცესის გადადება, მაგრამ 2 კვირის განმავლობაში გამოჩნდება სტრატეგია თუ საით მივდივართ. ინფექციის გავრცელების შეჩერების ერთ-ერთი გზა არის სოციალური დისტანცია. სოციალური დისტანცია გამოიწვევს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე დავეთანხმე სწავლის დაწყების გადადებას 1 ოქტომბრამდე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსნებეთ, რომ დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურად განახლდება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system