თავში

ლევან რატიანი: დავუტოვოთ საწოლი მას, ვისაც მკურნალობა სჭირდება

ლევან რატიანი: დავუტოვოთ საწოლი მას, ვისაც მკურნალობა სჭირდება
ლევან რატიანი: დავუტოვოთ საწოლი მას, ვისაც მკურნალობა სჭირდება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, პირველი მტერი პანდემიასთან ბრძოლაში პანიკა და შიშია. ლევან რატიანმა საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ინფიცირება არ ნიშნავს, რომ ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.

მისივე თქმით, მოქალაქეები ახალი სლოგანის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ: "დავუტოვოთ საწოლი მას, ვისაც მკურნალობა სჭირდება".

,,ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება, ვინაიდან, რაც სამყარო გაჩნდა სულ არსებობდა მაკრო და მიკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებდა ადამიანი. პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა პანიკა და შიში უნდა დავძლიოთ.

ძალიან კარგად იცით, რა გააკეთეს სახელმწიფოებმა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ვამბობდით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გავრცელება არ ნიშნავს, რომ ყველანი ვართ დაავადებული, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება. ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი მას, ვისაც მკურნალობა სჭირდება". დანარჩენი ინფიცირებულებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომი აქვთ გამოხატული, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზეც ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში",- განაცხადა რატიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system