თავში

ლევან თოფაძემ საავადმყოფო დატოვა

ლევან თოფაძემ საავადმყოფო დატოვა
ლევან თოფაძემ საავადმყოფო დატოვა

ვაკეში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე, ლევან თოფაძე, რომელიც მძიმე ჭრილობების გამო ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, დღეს გაწერეს. 

"პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თერმოდინამიკა სტაბილურია," - განაცხადა ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა ადამ ადამიანმა. 

მისი თქმით, პაციენტი კონტაქტურია და სრულიად ადეკვატური, რაც ნიშნავს, რომ დაზარალებულს შესაძლებლობა აქვს გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხევევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system