თავში

ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია - "ერის" ლიდერი თურქეთში გადააფრინეს

ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია - "ერის" ლიდერი თურქეთში გადააფრინეს
ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია - ერის ლიდერი თურქეთში გადააფრინეს

„ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო თურქეთის საავადმყოფოში იმყოფება.

მისი თქმით, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, რისი მიზეზიც საქართველოში ვერ დაადგინეს და ამიტომ გუშინ თურქეთში გაემგზავრა, სადაც კვლევები უტარდება.

მანჯავიძის თქმით, საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვეს, რის გამოც მისი თურქეთში გამგზავრება გადაწყდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ვასაძეს ეჭვი აქვს, რომ მოწამლეს. 

მანჯავიძე აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც ურაყოფს. მისი თქმით, ყველაფერს კვლევები დააადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system