თავში

ლგბტქ აქტივისტებს გურამ ფალავანდიშვილი თავს დაესხა

ლგბტქ აქტივისტებს გურამ ფალავანდიშვილი თავს დაესხა
ლგბტქ აქტივისტებს გურამ ფალავანდიშვილი თავს დაესხა

გურამ ფალავანდიშვილმა დედაენის ბაღში თბილისი პრაიდის ინსტალაცია დააზიანა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

Tbilisi Pride-ს განცხადებით, ფალავანდიშვილი ლგბტქ აქტვისტებს თავს დაესხა. 

"რამდენიმე წუთის წინ, დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. როგორც ვიცით ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის უწყებებს დაუყონებლივ

დ ა ა კ ა ვ ო ნ გურამ ფალავანდიშვილი;

დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება! - აღნიშნულია განცხადებაში", - ნათქვამია Tbilisi Pride-ს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system