თავში

კახა კალაძე: მეტროში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა

კახა კალაძე: მეტროში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა
კახა კალაძე: მეტროში გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა

თბილისის მერი, მეტროსადგურებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. კახა კალაძის თქმით კატასტროფული ვითარებაა როგორც შემადგენლობებისა და მეტროს ვაგონების თვალსაზრისით, ასევე სრულად არის მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.

კახა კალაძის განცხადებით მერიამ სატრანსპორტო რეფორმა დაიწყო, რომელიც მეტროს სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„ ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ასეულ მილიონს ხარჯავს, იმისათვის, რომ მეტრო იყოს მოწესრიგებული. ახლა, დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება. რამდენიმე დღის წინ ჩავედით და სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელიც ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს. ბოდიშის მოხდა მოგვიწია მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ ერთი საათით ადრე წყვეტს მეტრო მუშაობას, რათა სამუშაოები დროულად იქნას წარმოებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system