თავში

ვინ არის დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი

ვინ არის დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი
ვინ არის დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 82 წლის კაცია, რომელიც 29 სექტემბრიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

პაციენტის შესახებ უწყება დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

,,დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავადება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1-ელ ოქტომბერს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 წლის კაციც.

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system