თავში

ლია გიგაური: საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ლია გიგაური: საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრ
ლია გიგაური: საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საოკუპაციო ხაზთან, მსხვილოს ციხის მიმდებარედ გატაცებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა განაცხადა. მისი თქმით, მამაკაცი ჯერ დაჭრეს და შემდეგ გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

გიგაურის ინფორმაციით, მამაკაცი ამჟამად ახალგორის საავადმყოფოში იმყოფება.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მსხვილოს ციხის ტერიტორიაზე სოკოს კრეფდა, ჯერ დაჭრეს, შემდეგ უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს და გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ის ამჟამად ახალგორის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მკურნალობენ, ის ფეხშია დაჭრილი.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითონ ფაქტი არის შემზარავი, ასეთ ფაქტს აქამდე ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, ჩვენ მაშინვე გავააქტიურეთ ცხელი ხაზი, დავუკავშირდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და საქმეში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ეს ინციდენტი დროულად იქნას აღკვეთილი და ახალგაზრდა თავის ოჯახს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system