თავში

"ლიბერალიდან" წასულმა ჟურნალისტებმა ონლაინ გამოცემა დააფუძნეს

"ლიბერალიდან" წასულმა ჟურნალისტებმა ონლაინ გამოცემა დააფუძნეს
ლიბერალიდან წასულმა ჟურნალისტებმა ონლაინ გამოცემა დააფუძნეს

„ლიბერალიდან" წასულმა ჟურნალისტებმა ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" დააფუძნეს ვებ-გვერდი Publika.ge სატესტო რეჟიმში მომავალ კვირაში ჩაეშვება. მას 8 დამფუძნებელი ჰყავს.

„ლიბერალი“ ჟურნალისტებმა 2019 წლის 23 ივნისს დატოვეს. გავრცელებულ განცხადებაში ისინი წერდნენ მფლობელსა და მათ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ და მიუთითებდნენ, რომ არ სურდათ „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო. ჟურნალისტების თქმით, სწორედ იმიტომ, რომ კარგად აცნობიერებენ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს, შორენა შავერდაშვილს გუნდის სახელით შესთავაზეს „ლიბერალი“ გადაეცა ან მიეყიდა მათთვის, რაზეც უარი მიიღეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system