თავში

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

მეზღვაურების გათავისუფლება Report.ge-ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ორი მეზღვაური სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

"ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მეზღვაურები ლიბიაში. ჩვენ დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს. ჩვენი საელჩო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ."- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system