თავში

ლიბიიდან გათავისუფლებული მეზღვაურები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან

ლიბიიდან გათავისუფლებული მეზღვაურები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან
ლიბიიდან გათავისუფლებული მეზღვაურები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან

ლიბიიდან გათავისუფლებული მეზღვაურები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან. ისინი გუშინ, გვიან ღამით სტამბოლში ჩავიდნენ, სადაც მათ საქართველოს წარმომადგენელი, გენერალური საკონსულოს ვიცე-კონსული დახვდა. 

2017 წლის 30 აგვისტოს ლიბიაში დაკავებული ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის „REX“ ეკიპაჟის ორი ქართველი მეზღვაური, გემის კაპიტანი - გენადი კომახიძე და მეორე თანაშემწე - რომან კაკალაძე, პატიმრობიდან მიმდინარე წლის 17 დეკემბერს გათავისუფლდნენ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ კონსტანტინიდმა განაცხადა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  

საგარეო უწყების ინფორმაციით, მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, უკრაინაში და ქ. ნიუ-იორკში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. 

შეგახსენებთ, 2017 წელს გემის „REX" დაკავებული ეკიპაჟის 11 წევრიდან, სამი საქართველოს მოქალაქე იყო: გემის კაპიტანი გენადი კომახიძე, მეორე თანაშემწე რომან კაკალაძე და მეზღვაური ნუკრი ხოხბა, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ ქ. ტაჯურას დამანის ციხეში (Dhaman Prison in Tajura). ამათგან ეკიპაჟის ერთ-ერთი წვერი ნუკრი ხოხბა, 2018 წელს გათავისუფლდა.   

ქართველ მეზღვაურებს გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა, თუმცა მათ ყველა ბარლდება მოეხსნათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system