თავში

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში საქართველოს დროშა დაეშვა

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში საქართველოს დროშა დაეშვა
ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში საქართველოს დროშა დაეშვა

ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,დღეს, 25 აგვისტოს, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოში დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო უსამძიმრებს ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაზარალებულებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system