თავში

ლიფტში ჩავარდნილ მამაკაცს მეორე ოპერაცია უტარდება

ლიფტში ჩავარდნილ მამაკაცს მეორე ოპერაცია უტარდება
ლიფტში ჩავარდნილ მამაკაცს მეორე ოპერაცია უტარდება

ლიფტში ჩავარდნილ მამაკაცს ამ წუთებში მეორე ოპერაცია უტარდება. 

ამჯერად, დაზარალებულს ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

48 წლის კაცს წვივის, მხრის და წელის ძვლები აქვს მოტეხილი.

შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს 34 წლის ქალს.

სტაბილურია იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მოთავსებული არასრულწლოვანის მდგომარეობაც. მოზარდს უკვე ჩაუტარდა კვლევები. მას დაზიანებული ჰქონდა სახსრები და უჭირდა გადაადგილება. მოზარდს, სავარაუდოდ, 24 საათში გაწერენ კლინიკიდან.

"პაციენტი 48 წლის მამაკაცი, რომელიც შემოყვანილ იქნა კლინიკაში მხრის ძვლის, წვივის ძვლების და წელის მალის მოტეხილობით, გუშინ ღამე ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური ჩარევა, დღეს უკვე შეყვანილ იქნა ნეიროქირურგიულ ჩარევაზე. მოხდება მისი წელის მე-4 მალის ფიქსაცია," - აცხადებს ექიმი ნინო ჯავახაძე.

შეგახსენებთ, თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა,მათ შორის არასრულწლოვანი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system