თავში

"ლილოს" და "დინამოს ბაზრობაზე" ტესტირება 5200-მდე პირს ჩაუტარდა

"ლილოს" და "დინამოს ბაზრობაზე" ტესტირება 5200-მდე პირს ჩაუტარდა
ლილოს და დინამოს ბაზრობაზე ტესტირება 5200-მდე პირს ჩაუტარდა

ლილოს ბაზრობაზე ყველა დასაქმებული, 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა და ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იკვლევენ იმ ოჯახის კონტაქტებსაც, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ ბაზრობას და შესაძლოა, ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებული სტატისტიკა გაიზარდოს.

ე.წ. დინამოს ბაზრობაზე კი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500-მდე ადამიანი დაიტესტა და ყველას პასუხი უარყოფითია.

„იგივე პრინციპით, 500-მდე ადამიანის გამოკვლევა მიმდინარეობს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც ეპიდემილოგები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ. ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიგეგმება სხვა ბაზრობების კვლევაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system