თავში

ლილოს დასახლებაში ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს დასახლებაში ხანძარი ლოკალიზებულია
ლილოს დასახლებაში ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს დასახლებაში ხანძარი ლოკალიზებულია, ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოთარ კერესელიძის თქმით, საერთო ჯამში 1000 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა, თუმცა მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად ფართის დიდი ნაწილი გადარჩა.

"ჭირნახულის 9 ნომერში ხანძარი გაჩნდა სასაწყობე ფართში. ადგილზე იმყოფება 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, მაგრამ მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად გადარჩა ფართის დიდი ნაწილი. დამწვარია საერთო ჯამში 1 000 კვადრატული მეტრის ფართობი, ინახებოდა პლასტმასები და აალებადი ნივთები, მათ შორის საღებავები. ინახებოდა გარკვეული პიროტექნიკაც, იყო შერეული საქონელი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე არ არის, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური", - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

ცნობისთვის, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის 9 ნომერში ცეცხლი დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად სასაწყობე ფართი დაიწვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system