თავში

საჯარო უარი - რუსული ენისა და კულტურის ცენტრი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ გაიხსნება

საჯარო უარი - რუსული ენისა და კულტურის ცენტრი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ გაიხსნება
საჯარო უარი - რუსული ენისა და კულტურის ცენტრი ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ გაიხსნება

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

,,ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.

დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს.
მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში. 

დეკემბრის შუა რიცხვებში რუსეთი თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას გეგმავს. 

ამის შესახებ РИА Новости-ის რუსეთის სათათბიროს წევრმა, გრიგორი კარასინმა, პრაღაში, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა. კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი ამოცანა საქართველოსა და რუსეთს შორის ჩიხში შესული ურთიერთობების მოგვარებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system