თავში

"ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ" - გამყოფ ხაზთან კულტურული ღონისძიებები ჩატარდება

"ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ" - გამყოფ ხაზთან კულტურული
ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ - გამყოფ ხაზთან კულტურული ღონისძიებები ჩატარდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ლიტერატურული, სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება.

როგორც კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, ღონისძიებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნება.

აქტივობებს დღეს, 18:00 საათზე სოფელ ტირძნისის სკოლის ეზო, ხვალ, 31 ივლისს, 18:00 საათზე - სოფელ ტყვიავის მთავარი სკვერი და 8 აგვისტოს, 18:00 საათზე - კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე მთავარი სკვერი უმასპინძლებს.

ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი მსახიობების მონაწილეობით; საჯარო ლექცია – „ანექსია-ოკუპაცია – 9 აპრილი – მწერლობის რეფლექსია ისტორიაზე“; ლიტერატურული ინტერმედია „25 თებერვალი – 9 აპრილი“ – მსახიობების ჩართულობით და შეხვედრა მწერალთან – თანამედროვე ავტორები ოკუპაციის შესახებ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებები რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.

„პროექტის მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ანტისაოკუპაციო თემატიკაზე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თემატიკაზე მორგებული სახელოვნებო და ლიტერატურულ და შემეცნებით აქტივობებზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პროექტის პარტნიორია გორის მუნიციპალიტეტის მერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system