თავში

ლიცენზიის არქონის გამო 2000-მდე ტაქსისტი დაჯარიმდა

ლიცენზიის არქონის გამო 2000-მდე ტაქსისტი დაჯარიმდა
ლიცენზიის არქონის გამო 2000-მდე ტაქსისტი დაჯარიმდა

“პირველი ოქტომბრიდან დღემდე ლიცენზიის არქონისთვის 2000-მდე ტაქსი დაჯარიმდა”,– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გადანცხადა.

“სამწუხაროდ, გვაქვს ტაქსის ნებართვის გარეშე, ან სანებართვო წესების დარღვევით ტაქსის მომსახურების გაწევის შემთხვევები. პირველი ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით 2000-მდე ტაქსი იქნა დაჯარიმებული. მათგან 700 მძღოლი პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა. ამიტომ პარლამენტმა, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და გამოუშვა ამინისტია, რათა ეს ჯარიმები იქნეს ჩამოწერილი. ხოლო პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველა მძღოლს, რომელიც ნებართვის არქონის გამო დაჯარიმდა მოუწევთ ჯარიმის გადახდა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურს გაწეული სამუსაოსთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ტაქსის ძღოლებს ლიცენზიების აღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system