თავში

ლობჟანიძე: ეჭვი მაქვს, რატომ წამოვიდა თამარი კომპანიიდან

ლობჟანიძე: ეჭვი მაქვს, რატომ წამოვიდა თამარი კომპანიიდან
ლობჟანიძე: ეჭვი მაქვს, რატომ წამოვიდა თამარი კომპანიიდან

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება. ბაჩაბა ლობჟანიძე ირწმუნება, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარია.

ლობჟანიძეს, კომპანია ZAG- ის საქმიანობაში ეჭვი შეაქვს და ამბობს, რომ თამარი და მისი თანამშრომლები კომპანიაში არ მუშაობდნენ ხელოვნურ ინტელექტსა და ნანოტექნოლოგიებზე.

"როგორც ირკვევა, კომპანია ZAG- ი მუშაობს სამი მიმართულებით - ეს არის ხელოვნური ინტელექტი, ნანოტექნოლოგიები და ასევე ისეთი საქმე, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. მე შემიძლია დადასტურება იმის, რომ არც თამარი და არც მისი თანამშრომლები იქ არ მუშაობდნენ ხელოვნურ ინტელექტზე და არც ნანოტექნოლოგიებზე. ბევრი გარემოება იკვეთება ZAG-ის მხრიდან. მე ეჭვი მაქვს, რატომ წამოვიდა თამარი კომპანიიდან, მისთვის იმ კომპანიაში მუშაობა იყო რუტინა. რაიმე სახის პრობლემა რომ შემემჩნია, რეაგირება მექნებოდა,"- აცხადებს ბაჩანა ლობჟანიძე.

ლობჟანიძის თქმით, ის ალტერნატიულ გამოძიებას დამოუკიდებლად აწარმოებს და საქმეში FBI-ს ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რის გამოც ბაჩალიაშვილების ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლობჟანიძე არ იყო დაღუპულის ახლო მეგობარი.

შეგახსენებთ, ოჯახმა 4 აგვისტოს, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვა მოითხოვა. რის შემდეგაც მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა და განუმარტა, რომ FBI-ს ჩართვის მოთხოვნა სახელწმიფოს პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system